ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“ აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.
პროექტს გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, საკონსულტაციო კომპანია IGR ახორციელებს. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია პროექტის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. შეხვედრაზე კონსულტანტმა დაინტერესებულ მხარეეებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრა აჭარის მთარობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. სტუმრებს სიტყვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები (KFW) და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებიან. აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი GIS მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნას ითვალისწინებს, სადაც ასახული იქნება აჭარაში არსებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.