ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო შაქშაქეთში ფცა-თამარაშენის 6 კმ-ანი გზის მოასფალტების სამუშაოებიდასასრულს უახლოვდება. სოფელი თამარაშენი ისევე, როგორც სოფელი ფცა საოკუპაციო გამყოფი ხაზის ახლომდებარესოფლებია. პროექტის საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს 1 663 999 ლარს. საგზაო ინფრასტრუქტურისმოწესრიგების გარდა აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიკაციისა და სასმელი წყლით მომარაგების პროექტებიუკვე განხორციელდა. საგზაო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ, გუბერნატორის მოადგილემ ამირან შავშიშვილმა და ქარელის მუნიციპალიტეტისგამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის იოსებ ოქრომელიძის თქმით „აღნიშნულ სოფლებში სტრატეგიულადმნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის. მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რათა გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და ხელი შეეწყოს შიდამიგრაციის დონის შემცირებას.
გზის ასფალტირება ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის" მხარდაჭერით ხორციელდება.სამუშაოები 2016 წლის ივლისში დასრულდება.