„აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ პროექტის ფარგლებში ამჯერად ექსპედიცია გურიაში მოეწყო. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ექსპედიციის მონაწილეებმა უცნობი ტურისტული ადგილები შეისწავლეს. ექსპერტები რეგიონის შესახებ დასკვნას მოამზადებენ, რის შემდეგაც დამუშავებული ინფორმაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე პორტალ travelgis.ge-ზე აიტვირთება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით „აღმოაჩინე საქარველო შენს სოფელში“ პროექტის ფარგლებში ექსპედიცია მთიულეთის რეგიონში უკვე მოეწყო.
პროექტის მიზანია საქართველოში არსებული საინტერესო კუთხეების როგორც ტურისტული რეგიონის ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების მოზიდვა. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ტურისტულ ბიზნესში ჩართვა.
პროექტზე „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი და travel.ge და ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ მუშაობენ.