ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სლოვაკეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი დილის 09:45 საათზე დაეშვა. ანდრეი კისკას ოფიციალურდელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დახვდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სლოვაკეთის რესპუბლიკისპრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში პირველად შედგა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სლოვაკეთის პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა აჭარისმთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. შეხვედრის შემდეგ არჩილ ხაბაძე ოფიციალურ სტუმრებთან ერთად სასტუმრო ჰილტონში დაგეგმილ ბიზნესფორუმს გახსნის. სლოვაკეთიდან საგანგებოდ ჩამოსული ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის რეგიონის ბიზნესგარემოსა და ტურისტულიპოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება. სტუმრებს მიესალმებიან საქართველოსა და სლოვაკეტის პრეზიდენტები. იქვე გაიმართება B2B შეხვედრებიბიზნესმენებს შორის.
ორმხრივი ბიზნეს ფორუმის შემდეგ ანდრეი კისკა გიორგი მარგველაშვილთან და არჩილ ხაბაძესთან ერთად მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯაროსკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს და დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას. მოგვიანებით კი ბათუმისბულვარში გაისეირნებენ.
ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.