,,რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმდჯომარეს და სახალხო დამცველს მიმართავს-"გამოიღვიძეთ! აქ საფუძველი ეყრება სამოქალაქო დაპირისპირებას". სააპელაციო სასამართლოს ეზოში სხდომიდან გამოძევებიოს შემდეგ, გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მოსამართლეთა კოლეგია ,,ზონდერულად მუშაობს”.
გვარამია მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ ნატა ნაზღაიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. გვარამიასთვის მიზეზი უცნობია და აცხადებს, რომ მისთვის მოსამართლეს განმარტებაც არ მიუცია რატომ დაატოვებინა პროცესი.
"ზონდერული მუშაობა" ასე აფასებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი მოსამართლეთა კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და აცხადებს, რომ "ეს მოსამართლეები ერთნაირად დაამთავრებენ" გვარამიას თქმით- "ამ ქალბატობს მანტიას აუცილებლად გავხდით, იმიტომ რომ ის არ არის მოსამართლე".