საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებული დიპლომატიური ტურის ფარგლებში საქსრთველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები ანაკლიის ღრმაწყლივანი პორტის ტერიტორიას ეწვივნენ და ასევე მოინახულეს ცაიშის სასათბურე მეურნეობა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პრეზენტაცია დიპლომატებს წარუდგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა ახალაძემ. პრეზენტაციის ფარგლებში მან უცხოელ ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე ქვეყნის ტრანზიტული კორიდორისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აგრეთვე ეწვივნენ ცაიშის სასათბურე მეუნეობას, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და დღეს 9 ჰექტარზეა გაშენებული. მეურნეობის მშენებლობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში. დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია სასოფლო მეურნეობაში პროდუქტის წარმოების შესახებ. მეურნების გახსნის დღიდან დასაქმდა უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი.
"ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება უცხოური ტექნოლოგიებით სახელმწიფოს დახმარებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნა პროდუქტი, რომელიც შემდეგ საექსპორტო ბაზრებზე იქნება ორიენტირებული და ასევე ქვეყანაში ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას.
დიპლომატებმა დიდი ინტერესით მოინახულეს ეს ობიექტი და ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მათ ქვეყნებში მოხდეს ასევე ამ პროდუქციის ექსპორტი. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას ყველა ამ ქვეყანასთან, ასევე ინვესტიციების კუთხით მათთან თანამშრომლობას და საექსპორტო ბაზრების განვითარებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს დიპლომატები ეწვივნენ ამ ობიექტს" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
დიპლომატიური ტური საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს რკინიგზის თანამონაწილეობით ტარდება.