სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის მშენებლობა მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუხურის ბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ლაბორატორიის აღჭურვა უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევებიაწარმოონ.
მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს. განხორციელებული ექსპედიციების შედეგად მოძიებულიქნა საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახები დაამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა, ანუ სანაშენე მასალის წარმოება.
ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილისსანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს.
ახლო პერიოდში სანაშენე მასალაგავრცელდება რეგიონებში, რაც ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად 35%-ითგაზრდის პროდუქტიულობას.