ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისის, სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობისშემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში დაზარალებულებისგან ზიანის შესახებპირველადი ინფორმაცია მიიღო.
შიდა ქართლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იოსებ ოქრომელიძე მოსახლეობას ზარალის დათვლას და მისი მოცულობის შესაბამისი სამსახურებისთვის, ასევე საქართველოსმთავრობისთვის მიწოდებას უმოკლეს პერიოდში დაპირდა.
„ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი კომისიები, რომლებიც დღეიდან სამეურნეოსავარგულებზე სტიქიისგან მიყენებული ზიანის შესწავლას დაიწყებენ და დასკვნას უმოკლეს ვადაში დადებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაზარალებული მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამით სარგებლობს, სადაზღვეოკომპანიები მათ მიყენებული ზარალს დაუყოვნებლივ აუნაზღაურებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აგროდაზღვევის პროგრამის არსებობის ეფექტინობას" - აცხადებს იოსებ ოქრომელიძე.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საღამოს საათებში გორის მუნიციპალიტეტის 13 და ქარელის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ძლიერმასეტყვამ მოსხლეობას ხეხილი და ბოსტნეული კულტურები დაუზიანა. გუშინდელი სტიქიის შემდეგ განსაკუთრებული ზარალიქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობას მიადგა.