საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას იწყებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დაწყების შესახებ საზოგადოებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის პირველი მოადგილე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ეროვნული მუზეუმის დირექტორი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი მიაწვდიან ინფორმაციას. ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.