აჭარაში მცხოვრებ 292 ფერმერს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა თანადაფინანსების ფარგლებში 70% ფასდაკლებით გადაეცემათ. იტალიური წარმოების ,,Meccanica Benassi''-ს ფირმის მრავალფუნქციური მოტობლოკი დღეს 106-მა ფერმერმა უკვე წაიღო.. ტექნიკის გადაცემის პროცესსაჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე დაესწრო. მოტობლოკები დაკომპლექტებულია ნიადაგ დამამუშავებელი აგრეგატებით: ფრეზი–კულტივატორი, ნიადაგის შემომყრელი (კვალგამყვანი), კარტოფილის ამომთხრელი, ნიორის სათესი და სეგმენტურ თათებიანი სათიბელათი.
პროგრამა ,,სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ფერმერეთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა'' სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამის ფარგლეში ფერმერებზე წელს მიწოდებული იქნება 79 ერთეული მოტობლოკის მისაბმელი ურიკაც,რომელიც ითვალისწინებს ფერმერებზე თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 30%) გადაცემას.
შესყიდული ტექნიკა გადანაწილებული იქნება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებფერმერებზე. აღნიშნული ქვეპრგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 078 400 ათას ლარს.