რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარ მკვლელობასთ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სერგეი ლავროვის უწყება აღნიშნავს, რომ საქართველომ ეს შემთხვევა “რუსული ოკუპაციის” თემაზე ახალი პროპაგანდისტული ვარჯიშებისთვის გამოიყენა.
„როგორც ყოველთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შემთხვევა “რუსული ოკუპაციის” თემაზე ახალი პროპაგანდისტული ვარჯიშებისთვის გამოიყენა. ამასთან, თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს, არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ აქვთ ამ გულწრფელად სამწუხარო ინციდენტთან არანაირი კავშირი.
ვურჩევთ ქართულ მხარეს ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის გარშემო პოლიტიკიური სპეკულაციების ნაცვლად ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში, ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის განახლების ამოცანებზე გაამახვილოს ყურადღება“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.