საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე მდ. ლიახვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მიმართულება) დაზიანდა სადეფორმციო ნაკერის ლითონის კონსტრუქცია.
აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 21 მაისის 15:30 საათიდან, ხიდის მარცხენა (ქუთაისი-თბილისის) მიმართულებაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოსავლელ გზაზე.