ევროსაბჭო და ევროკავშირი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში პირველ ერთობლივი პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ბაზის გაძლიერება“ ახორციელებს. პროექტის ერთობლივი განხილვაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მონაწილეობდა.
აღნიშული პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელორუსია და უკრაინა) მოიცავს და მისი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა, მუნიციპალიტეტების გაძლიერების ხელშეწყობა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებაა. პროექტს ორი ძირითადი მიმართულება აქვს: 1. ინტერ-მუნიციპალური თანამშრომლობის ხელშეწყობა და 2. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ხელშეწყობა ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესებაში.
პირველ ეტაპზე პროექტი საპილოტე მუნიციპალიტეტბში განხორციელდება და „ინტერ-მუნიციპალური თანამშრომლობის ხელშეწყობ“-ის მიმართულებით ათი, ხოლო „ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესებ“-ის მიმართულებით 7 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება. შემდგომ ეტაპზე პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს.
სინქრონები:
- თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
- გენადი კოსიაკი - ევროპის საბჭოს პროგრამების უფროსი მენეჯერი
აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, იგი კომპლექსური სახისაა და რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს. ამჟამად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ორი ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ. ესენია: მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება-გაღრმავება და ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსირება. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარის და თავად მუნიციალიტეტების დაინტერესება და ჩართულობა ამ სისტემის ადაპტირებაში. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ შეარჩიონ საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებზე ყველაზე უფრო შესაბამისი ინდიკატორები და დანერგონ ჯერ საპილოტე მუნიციპალიტეტებში, შემდეგ კი მთლიანად ქვეყანაში.