საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და ლაგოდეხის რაიონის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის ხელშეწყობით ლაგოდეხის რაიონის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა.
ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლე ზოხრა რუსთამოვა. მე-2 ადგილზე გავიდა სოფ. ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლე ახმედ მამედოვ. ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი.
საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ როგორც თბილისში, დმანისში, საგარეჯოში, ასევე წალკაში. ვგეგმავთ ყველა აზერბაიჯანულენოვან რაიონში ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და უკვე ქვეყნის მასშტაბით გამოვავლენთ საუკეთესოებს. - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.