საქართველოს პრეზიდენტმა იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მდებარე საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი, ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა.
გიორგი მარგველაშვილმა იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან და წყალტუბოს გამგებელ კონსტანტინე მამისეიშვილთან ერთან წყალტუბოს ცენტრალური პარკიც დაათვალიერა და პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.