თბილისის მერმა, დავით ნარმანია საკრებულოში სიტყვით გამოსვლას აგრძელებს. მანამდე სხდომათა დარბაზში დაპირისპირება იყო, რის გამოც მერს გამოსვლის შეწყვეტა მოუწია. . „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება სთხოვეს, რასაც ხმაური მოყვა.
„პარტიზანი მებაღეების" წარმოადგენლები სხდომათა დარბაზიდან დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.
თბილისის მერი საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს აცნობს.