რუსთაველის გამზირზე წუხელ 26 მაისის აღლუმის გენერალური რეპეტიცია გაიმართა.
რეპეტიცია დილის 06:00 საათამდე გაგრძელდა, რომელშიც შეიარაღებული ძალების ნაწილმა, ასევე მსუბუქი, მძიმე ტექნიკა და საჰაერო ავიაციაც მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 26 მაისს, ტრადიციულად რუსთაველზე გაიმართება. ამ მიზნით დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - პარლამენტის შენობის წინ სპეციალური სცენის მონტაჟი უკვე მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე აღლუმის რეპეტიცია უკვე რამდენიმე დღეა რაც იმართება. ამ დრომდე კვლავ უცნობია აღლუმში რამდენი ჯარისკაცი და რამდენი ერთეული ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. წინასწარი ინფორმაციით 26 მაისს აღლუმზე ქართული ჯარი ახალი ფორმით და ტექნიკით გამოვა.