ადიდებულმა მდინარე კაბალმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბნის ხიდი მთლიანად ჩაანგრია. ამ დროისათვის ლაგოდეხი-ბაისუბანი-კაბალის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა შეჩერებულია და ადგილზე ლაგოდეხის პოლიციაა მობილიზებული.
როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გოზალიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ წვიმა არ გადაიღებს, არსებობს საშიშროება, რომ ლაგოდეხის სხვა სოფლებშიც რთული მდგომარეობა შეიქმნას.
შეგახსენებთ, რომ გადაუღებელი წვიმების გამო მდინარე კაბალის ხევმა დღეს დამცავი ჯებირი გაარღვია. ხევიდან მომდინარე წყალი კაბალში და სოფელ უზუნთალას გზებზე მოედნება.