გალის რაიონის, სოფელ საბერიოში, ოკუპანტები ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხნენ. პირველი დაყაჩაღება ღამის პირველ საათზე, არველოდი ახალაიას ოჯახზე მოხდა. რუსი სამხედროები ოჯახის უფროსს სასტიკად გაუსწორნენ. ოკუპანტებმა ოჯახის უფროსს, არველოდი ახალაიას ფიზიკური შეურაცხყოფა ავტომატის კონდახით მიაყენეს. დაშავენული ყბა-სახის მოტეხილობთ დღეს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარის საავადმყოფოში დილით გადაიყვანეს.
ახალაიების ოჯახის გარდა, ოკუპანტებმა დილის ხუთ საათამდე კიდევ რვა ქართველი მოსახლის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახებიდან თანხა, ძვირფასეულობა და პროდუქტები წაიღეს. საბერიოს მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.