რაჭაში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა წლის ბოლომდე მოგვარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განუცხადა, რომელმაც რეგიონში მიმდინარე შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაო მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დღეს ადგილზე დაათვალიერა.
მისი განმარტებით, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება, რასაც 1-1,5 წელი დასჭირდება.
"დაახლოებით 1-1,5 წელიწადში რაჭაში გზის პრობლემა აღარ იარსებებს", - განმარტა ტყეშელაშვილმა.