26 მაისის აღლუმზე ქართველი ჯარისკაცები ახალი ფორმითა და ტექნიკით გამოვლენ.
ეს ერთადერთი დეტალია, რომლის შესახებაც ამ დროისთვისაა ცნობილი.
რაც შეეხება აღლუმში მონაწილე სამხედროების რაოდენობას, სახმელეთო ძალების სარდლის გიგი კალანდაძის განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობას შეიარაღებული ძალების მხოლოდ ნაწილი მიიღებს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 26 მაისს, ტრადიციულად რუსთაველზე გაიმართება. ამ მიზნით დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - პარლამენტის შენობის წინ სპეციალური სცენის მონტაჟი უკვე მიმდინარეობს.
ორი დღის წინ აღლუმის პირველი რეპეტიცია გაიარა ქართულმა ჯარმაც.