საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს ახალ რუბრიკას - „ვიდეორეპორტაჟი“ სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან.
ამჯერად, უწყება ავრცელებს ჩქაროსნული გზატკეცილის აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობის ამსახველ ვიდეორგოლს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატით არის გადაღებული.
ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილის - 12 კილომეტრიანი - აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე კი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის დასრულება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია.