ქუთაისში, ჭავჭავაძის 58 ნომერში მცხოვრებლები, საცხოვრებელი კორპუსის გვერდით ახალ მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მშენებლობის შემდეგ დაიკარგება ეზოს ფართი, სადაც სკვერის გაშენებას ითხოვენ, ასევე გაუქმდება ხედი ფანჯრებიდან, ვინაიდან მშენებლობა საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მიმდინარეობს.
ადგილობრივები მშენებლობის ხელის შეშლის მიზნით ადგილზე 24-საათიან მორიგეობას გეგმავენ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არიან და არც მშენებლობის ნებართვა გაუციათ.