აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ამ ეტაპისთვის კონცხისტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან მისასვლელი გზის, ტროტუარებისა და სანიაღვრეარხების, ასევე მცოცავი გრუნტის გამაგრებას ითვალისწინებს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი სკვერის და მახინჯაურისსანაპირო ზოლის 800 მეტრი სიგრძის პლაჟის კეთილმოწყობა. ნავმისადგომად გადაკეთდება ზღვაში შეჭრილი 150 მეტრი სიგრძის პირსი, რომელზეციატაკი დაიგება და მოაჯირები გაუკეთდება. მწვანე კონცხზე მდებარე სავაჭრო და კვების ობიექტებს დაევალათ თავიანთი ობიექტების მოდერნიზება დაკეთილმოწყობა.
სამუშაოების მონახულებისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და სთხოვა, რომ აუცილებლადგაეთვალისწინებინათ შეზღუდული უნარების მქონე მოქალაქეთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისა და მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტისდაცვის ყველა ნიუანსი. არსებულ ობიექტებზე, სადაც 20 სხვადასხვა სიმძიმისა და სახეობის ტექნიკა მუშაობს, 200 ადგილობრივია დასაქმებული.სამუშაოებს 2 კომპანია „მონოლითი 2005" და შპს"გზები" ახორციელებს. სატენდერო პირობების თანახმად 3 მილიონ ლარად შეფასებული სამუშაოები25 ივლისს უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია „მონოლითი 2005" წარმომადგენლის თქმით ყველაფერი 1 თვით ადრე ჩაბარდება.