კახეთში, ლაგოდეხის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე კაბალი ადიდდა. წყალმა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ნათესები.
ამ დროისათვის, რაიონში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, მუშაობს ტექნიკა, თუმცა წყლის შეჩერება ძლიერი ნალექის გამო ვერ ხერხდება.
კახეთში ამ წუთებშიც წვიმს.