გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მზადაა, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას, მომართვის შემთხვევაში, ხანძრის ლოკალიზებაში დახმარება გაუწიოს, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართული მხარისთვის უცნობია რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული, ვინაიდან უკვე 8 წელია საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელება მოსალოდნელი არ არის.
დღეს, დილით, სოფელ წინაგარაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს, ტყის მასივში, ცეცხლი გაჩნდა. აღნიშნულ ტერიტორია ქართული მხარის მიერ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვერ კონტროლდება.