თელავის საკრებულოში „ახალი მემარჯვენეების“ და ნაციონალური მოძრაობის ერთობლივი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ.
„თელავის საკრებულოში „ახალი მემარჯვენეების“ სახელით 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ წარმოდგენილი იყო ნიკა ვადროშვილი. მიმდინარე წლის მარტში თელავში პარტიის ლიდერების ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ გადის პარტიიდან, რაზეც მიიღო თანხმობა. ამ დროისთვის ნიკა ვარდოშვილი „ახალი მემარჯვენეების“ წევრი არ არის, რასაც თვითონაც დაადასტურებს. ამდენად, მას სრული უფლება აქვს ჩვენგან დამოუკიდებლად შექმნას ფრაქცია საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.