ბათუმს საკუთარი სიმბოლოები ექნება. საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მუნიციპალური გერბი და დროშა დამტკიცდა. საკრებულოს წევრებმა ქალაქის ახალი სიმბოლოები ერთხმად დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დადგენილებაც მიიღეს, რომლის მიხედვითაც ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ მწვანე ქუჩას ძველი სახელწოდება დაუბრუნდება და ანგისის ქუჩა დაერქმევა.
სხდომაზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის ახალი სქემაც შედგა. მე-2 ნომერი სამარშრუტო ტაქსი ახალი ბულვარის ბოლომდე, დილის 7-დან საღამოს 10 საათამდე იმოძრავებს.