დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თურქული სამხედრო გემის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ოზგურ ოზთურქის და ეკიპაჟის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სამხედრო ფრეგატა TCG Yavuz (F-240) ბათუმში „ზღვის ვარსკვლავი 2016 წვრთნების“ ფარგლებში იმყოფება. გემი ბათუმის პორტში ორდღიანი მეგობრული ვიზიტითაა შემოსული. საქართველოს გარდა მსგავს ვიზიტებს ფრეგატა ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში განახორციელებს. შეხვედრაზე რეგიონის მეთაურმა სტუმარს აჭარის შესახებ ესაუბრა, გააცნო მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საინვესტიციო ტურისტული პოტენციალი. დღესვე ეკიპაჟის წევრები შეხვედრას გამართავენ ქ.ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან.https://www.youtube.com/watch?v=4QAwGKEaZow