აჭარაში კურორტი "გოდერძი"- ის ტურისტული შესაძლებლობები დღეს ინვესტორებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირადად გააცნო. საინვესტიციო ფორუმი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორგანიზებით მოეწყო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გოდერძის სათხილამუროკურორტზე გამართულ საინვესტიციო ფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა და დამსწრე საზოგადოებასსაქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის როლზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონის მთელი წლის განმავლობაში აქტიურად დატვირთული ტურისტუილ სეზონის შესაძლებლობებზე დარეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მასშტაბებს.
საინვესტიციო ფორუმში, რომელზეც ბიზნეს-სექტორის 30-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, კურორტ გოდერძის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. პოტენციურმაინვესტორებმა მიიღეეს ინფორმაცია არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ და ასევე გაეცნენ ახალი სასტუმროს პროექტს, რომელიც, დაინტერესების შემთხვევაში, გარკვეული ვალდებულებებითშესაძლებელია გადაეცეთ მფლობელობაში.
სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში აქტიურად არის ჩართული როგორც ადგილობრივი ასევე საქართველოს ცენტრალური მთავრობა. კურორტზე ინვესტიციების განხორციელებამნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. საბოლოო გეგმის მიხედვით, კურორტი 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღებას შეძლებს.
"ოთხი სეზონის კურორტის კიდევ უფრო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაც. კურორტის პოპულარიზაციასთან ერთად„გოდერძი" არსებული ინფრასტრუქტურის გაზრდა-განვითარებასაც მოითხოვს, ამისათვის კი კერძო ინვესტორების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთიანიძალისხმევით კურორტი გოდერძი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ვიზიტირებულ ადგილად უნდა იქცეს, ამის ყველა წინაპირობა არსებობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტებისდეპარტამენტი 11 სამიზნე ტურისტულ ბაზარზე სარეკლამო კამპანიების ფარგლებში უკვე ახდენს კურორტის პოპულარიზაციას, საინფორმაციო ტურებით აჭარაში მყოფ უცხოელ ტურ-ოპერატორებსა და ჟურნალისტებს ადგილზე აცნობენ კურორტის პოტენციალს, „გოდერძის" პოპულარობა და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რასაც ხელს უწყობს ბათუმთან, უკვეპოპულარულ ტურისტულ ქალაქთან სიახლოვეც."-განუცხადა არჩილ ხაბაძემ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას.
სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი" 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგირო. ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალურისიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრს შეადგენს. კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი, სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა.სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძის" განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.
ფორუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ