აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები გაერო-სთან.
ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში, მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ უცხოელი დიპლომატებისთვის მოეწყო აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია. სტუმრებმა ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.