დღეს, 31 ოქტომბერს, სეპარატისტულ აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს დელეგაცია ეწვევა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, რუსეთიდან ჩასული დელეგაცია აფხაზეთის ე. წ. კულტურის მინისტრს ნიგზარ ლოგუას შეხვდება.
"რუსეთის კულტურის სამინიტროდან ჩამოსული დელეგაცია ბიჭვინთის ტაძარსა და მუზეუმს, აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიას, ეროვნულ ბიბლიოთეკას, ახალი ათონის მონასტერსა და გამოქვაბულის კომპლექსს მოინახულებს", _ იუწყება აფხაზური მხარე.