საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა, ძლერი თოვის გამო განსაკუთრებით რთული ვითარებაა მაღალმთან რეგიონებში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და კონტარქტორი ორგანიზაციები 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს.
გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს აჭარის მაღალმთიანეთშიც, კერძოდ გოდერძის უღელტეხილზე, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე იკეტება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში გთავაზობთ გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას (ფოტომასალა მოგვაწოდა დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელმა).