ხულოს რაიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც დღეს, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა განაცხადა, ის სკოლაში საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა.
აღნიშნულ კონტექსტში, განათლების სამინისტრო ყველა საჯარო სკოლის დირექტორს მკაცრად აფრთხილებს, რომ არ დაეშვათ პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დროს.
"სამინისტროს გენერალური ინსპექცია კვლავ გააგრძელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ფაქტის გამოვლენისას მოახდენს მკაცრ რეაგირებას", - განაცხადა ნადარეიშვილმა.