26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმში შეიარაღებული ძალების მხოლოდ ნაწილი მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ წუხელ აღლუმის რეპეტიციის დროს განაცხადა.
"26 მაისს სამხედრო აღლუმი ჩატარდება, რომელშიც შეიარაღებული ძალების მხოლოდ ნაწილი მიიღებს მონაწილეობას. აღლუმზე ჯარისკაცები ახალი ფრომით გამოვლენ, ასევე გამოყვანილი იქნება ახალი ტექნიკაც. ჯარისკაცების და ტექნიკის ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დაზუსტებულა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
აღლუმის რეპეტიციასთან დაკავშირებით თბილისში 23.00 საათიდან 05.00 საათამდე მოძრაობა რუსთაველის და მელიქიშვილის გამზირებზე, ასევე კოსტავას ქუჩაზე, თავისუფლების მოედანსა და ლესელიძის ქუჩაზე იყო შეზღუდული.