აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ ფორუმს „რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი“ დაესწრო, რომელიც აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
ფორუმი „რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი“ ყოველწლიურად ტარდება და მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მიერ რეგიონის პრობლემების დასახვის, განხილვის თუ მათი მოგვარების საქმეში.
სიტყვით მიმართვის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა: „მინდა გამოვხატო ჩემი კეთილგანწყობა თქვენდამი და აღვნიშნო, რომ მთავრობის სათავეში ყოფნის დღიდან არ მახსენდება არც ერთი საინტერესო პროექტი თუ ინიციატივა, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს, მათ განვითარებასა და წინსვლას უკავშირდებოდა და ჩემგან მხარდაჭერილი არ ყოფილიყო. თქვენ ხართ სრულიად ახალი თაობა, შეიძლება ითქვას - თაობა, რომელმაც მართლაც განმსაზღვრელი როლი უნდა ითაშოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის მომავლის საქმეში. ვფიქრობ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა რეგიონის განვითარების საქმეში, ეს მოვალეობასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც სწორედ თქვენს მოტივაციაზე, ენთუზიაზმზე, მოხალისეობაზეა ბევრი რამ არის დამოკიდებული“.