რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებული საქართველოს 16 მოქალაქე სეპარატისტებმა გაათავისუფლეს.
როინ პეტრიაშვილი, ზვიად ბიზიკაშვილი, დავით პაპუკაშვილი, ვანო ქუსრაშვილი, სულიკო ქუსრაშვილი, ზაურ ბიზიკაშვილი, გიორგი პეტრიაშვილი, გიორგი პაპუკაშვილი, მერაბ მიქელიშვილი, ვიტალი თვაური, გურამ საგირაშვილი, ემზარ გიგაური, ალექსანდრე გიგაური, თემურ საგირაშვილი, ლევან თამარაშვილი და გიგა გვახარია უკვე სამხარეო პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მათ დაკითხავენ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს 16 მოქალაქეს ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ტყის უკანონო ჭრისთვის წაუყენეს.