გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამეგრელოს სტუმრობდა. მინისტრი აბაშაში იმყოფებოდა, სადაც ის სოფელ კეთილარის მოსახლეობას ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას დაჰპირდა.
მისივე განმარტებით, შესაბამისი სამუშაოები რამდენიმე კვირაში დაიწყება და მასზე ადგილობრივები დასაქმდებიან. ამ მიზნით უწყება 240 ათას ლარს გამოყოფს.
სოფელ კეთილარში მდინარე რიონი ადიდების შედეგად საცხოვრებელ სახლებს უკვე წლებია ტბორავს. მდინარის მარცხენა სანაპიროზე 150 მეტრის სიგრძეზე დატბორვის საწინააღმდეგო მიწის დამბა აღდგება. სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.