ყველა აღიარებს, რომ საქართველოს გადარჩენა და ფეხზე დაყენება ძლიერ ეკონომიკას შეუძლია. ძლიერი ეკონომიკის წინაპირობა კი, მხოლოდ უცხოური კი არა, ადგლობრივი ინვესტიციაა. ეს ბიზნესმენმა ნატალია კვანტალიანმაც კარგად იცის, რომელმაც „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალურ ბანკში“, ორწელიწადნახევარში, სატენდერო პირობებით გათვალისწინებული 2 მილიონ 500 ათასის ნაცვლად, 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ინვესტიციის დაბანდებას მომავალშიც აპირებს. ამიტომაც, სახელმწიფომ სამსახურებმა თავის დროზე აღიარეს, რომ ნატალია კვანტალიანმა ტენდერით გათვალისწინებული პიორბები 150 პროცენტით შეასრულა.
„როცა აქ შემოვედი, ყველაფერი გაპარტახებული იყო,“ - იხსენებს ქალბატონი ნატონი და მის ნათქვამს სისხლის ბანკის ძველი თანამშრომლებიც ადასტურებენ. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ბანკს ანუ როგორც მაშინ ერქვა, სისხლის გადასხმის სადგურს 82-წლიანი ისტორია ჰქოდა, 90-იანი წლების არეული სიტუაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სულს ღაფავდა. ამიტომ, სახელმწიფო იძულებული გახდა, სისხლის გადასხმის სადგურის მესამედი - სამი შენობა და 2 ჰ-მდე მიწის ნაკვეთი გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში შეეტანა. ობიექტი 600 ლარად იყიდებოდა. ღია აუქციონი 2010 წელს ჩატარდა, რომელშიც კომპანია „მედინვესტ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა, რომელმაც პირობა დადო, რომ „სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურის“ აღორძინებაში ორ წელიწადში 2 მილიონ 500 ათას ლარს ჩადებდა და წინასწარ 200 ათასი დოლარიც შეიტანა, თუმცა იმხანად სამედიცინო ობიექტები ასეთ კოლოსალურ თანხად არ იყიდებოდა. ისე, სადგურს, ანუ როგორც ხალხი დღემდე ეძახის, ქავთარაძის სისხლის ბანკს აღორძინება კი არა, პრაქტიკულად, ხელახლა შექმნა სჭირდებოდა, რადგან თითქმის ყველაფერი გაპარტახებული იყო და შენობაში, სხვა თუ არაფერი, ძეხვის საამქრო ფუნქციონირებდა. ამასთან, ლაბორატორიებში ვირთხები დარბოდნენ - ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.
როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველოში სამედიცინო ბიზნესი არცთუ წარმატებულია. ამ ფონზე, შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა, რატომ გადაწყვიტა ბიზნესმენმა ნატალია კვანტალიანმა სისხლის ბანკის ყიდვა? ამის მიზეზი ბანალური გახლდათ: დედამისს სისხლის დასჭირდა, მაგრამ ქალაში ვერსად იშოვა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ე.წ. ქავთარაძის სისხლის ბანკის მესამედი სახელმწიფომ გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში შეიტანა, ქალბატონმა ნატალიამ ღია აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ გაპარტახებული „სისხლის ბანკისგან“ ბრენდი შეექმნა და, უხეშად რომ ვთქვათ, ბაზარზე სისხლის დეფიციტი აღმოეფხვრა!
მართლაც, სისხლის გადასხმის სადგურმა, როგორც თანამშრომლები და სხვა თვითხმილველები ამბობენ, ნატალია კვანტალიანის გამოჩენის შემდეგ, ცხოვრება ხელახლა დაიწყო და ამას ციფრებიც მოწმობს. ასე, მაგალითად, 2010 წელს, როცა ნატალია კვანტალიანმა შეიძინა, დონორთა რაოდენობა 400-დან 500-მდე მერყეობდა. დღევანდელი სტატიკისტიკით კი, „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის“ დონორთა რაოდენობა 20 ათასზე მეტია. აქვე, უნდა ითქვას, რომ დონორთა რაოდენობა ყოველ თვე რეკორდულად იზრდება. გარდა ამისა, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკიდან“ სისხლს სხვადასხვა კომპანია იაფად ყიდულობს და 115 ლარად ყიდის და ეს მაშინ, როცა „ნატალია კვატალიანის სისხლის ცენტრალურ ბანკში“, რომელიც საქართველოში სისხლის ყველაზე დიდი ბანკია, სისხლი 38-50 ლარი, სისხლის კომპონენტები - 40, პლაზმა კი 30 ლარი ღირს.
ცნობისთვის: საქართველოში სისხლის სულ 13 ბანკია. სტატისტიკის მიხედვით, აქედან ხარისხის მაჩვენებლითა და მეოთხე თაობის ტესტებით, პირველი ადგილი სწორედ „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკს“ უკავია.
„ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკს“, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაპარტახებული იყო, დღეს თბილისში უკვე სამი ფილიალი აქვს _ მეტროსადგურ „ახმეტელთან“; დიღომში, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში და ქავთარაძის ქუჩაზე. მალე ფილიალი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამტრედიაშიც გაიხსნება. ამასთან, ნატალია კვანტალიანმა თანამსრომელთა ხელფასები 400 პროცენტით გაზარდა - ყველა თაამშრომელმა სპეციალური გადამზადება გაიარა და კარგი გუნდი შეკრა. გარდა ამისა, „მედინვესტ ჯორჯიას“ ეგიდით ფუნქციონირებს „ნატალია კვანტალიანის სახელობის 300 არაგველის სისხლის ბანკი“. საერთოდ, „მედისნვესტ ჯორჯია“ 4 კომპანიას აერთიანებს: 1. „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“, 2. „ნატალია კვანტალიანის სახელობის ქართულ-ჰოლანდიური ლაბორატორია“, რომელიც 2012 წელს დაარსდა; 3. „ნატალია კვანტალიანის სახელობის 300 არაგველის სისხლის ბანკი“ და 4. „ნატალია კვანტალიანის სახელობის ჰემატოლოგიის ინსტიტუტი“.
სწორედ ნატალია კვანტალიანის მიერ განხორციელებული 8 მილიონი ინვესტიციის შედეგია ისიც, რომ დონორის კვების კონპენსაციად, როცა სისხლი ძალიან ჭირს, 50 ლარიც გაიცემა (სტაბილურად, კვების კონპენსაცია 35 ლარია. სისხლის სხვა ბანკებსი ეს ციფრი ბევრად ნაკლებია). ამასთან, „ნატალია კვატალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკში“ დონორებისთვის სასადილოცაა ანუ დონორს შეუძლია, ცხელი კერძიც მიირთვას. ბიზნესმენმა ნატალია კვანტალიანმა საიმისოდ, რომ სისხლის ბანკი ბრენდად ექცია, ისარელის, ბალტიისპირეთისა და საფრანგეთის გამოცდილება გაიზიარა - ამ ქვეყნებიდან სპეციალისტები მოიწვია და „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალურ ბანკს“ დღესაც მათი რეკომენდაციებით ანვითარებს.
„იმ ფასებიდან გამომდინარე, რომელიც ბაზარზე შემოვიტანე, სისხლის ბანკი, როგორც ბიზნესი, მომგებიანი ნამდვილად არაა და ამას ფინანსური სამსხურებიც დაადასტურებენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სისხლის ბანკი კი არა, მაგალითად, ლაბორატორიაც გვაქვს, რომელიც განვითარებას ჰპოვებს ანუ მთავარია, ყველაფერი სწორად დაალაგო,“ - ამბობს ნატალია კვანტალიანი.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის“ ბრუნვამ 2 მილიონს გადააჭარბა, ბიუჯეტში კი, მინიმუმ, 200 ათასამდე შეიტანა. 2010 წელს ანუ იმ დროს კი, როცა სახელმწიფომ ბანკი ღია აუქციონზე გასაყიდად გაიტანა, ორგანიზაციის ბრუნვა სულ რაღაც 300-400 ათასი იყო.
„ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ ერთ-ერთი მთავარი ღირსება კიდევ ისაა, რომ ვიწრო პროფილზე, ვთქვათ, მხოლოდ ლეიკემიაზე, ან რომელიმე სხვა მძიმე სენით დაავადებულებზე კი არა, ყველა შემთხვევაზეა ორიენტირებული, ვისაც სისხლი სჭირდება! „სისხლის ყველას!“ - ეს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკის“ დევიზია, სადაც ბიზნემსმენ ნატალია კვანტალიანის მიერ განხორციელებული 8-მილიონიანი ინვესტიციის წყალობით, სისხლი მეოთხე თაობის მეთოდით მზადდება. ქართულ-ჰოლანდიური ლაბორატორიას მინიჭებული აქვს „აი-სო“, რაც იმის დასტურია, რომ „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის“ სისხლი ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს.
ამასთან, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკში“ ყველა დონორი უფასო კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, განესაზღვრება სისხლის ჯგუფი, რეზუსი, კელ-ფაქტორი, რეზუს ფენოტიპი და ჰემოგლობინი. ამასთან, დონორს უკეთდება სისხლის საერთო ანალიზი და სკრინინ კვლევები შემდეგ ინფექციებზე - B და ჩ ჰეპატიტი; აივ ინფექცია (შიდსი) და სიფილისი.
ბიზნესმენ ნატალია კვანტალიანის თქმით, სისხლის ბანკში კიდევ არაერთი სიახლის დანერგვას და შესაბამისად, ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს. მაგალითად, საქართველო, აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც სისხლის ბანკების გაერთიანება შეიქმნება და ამით ქვეყანასი მხოლოდ სისხლის დეფიციტი კი არ ამოიფხვრება, არამედ, პლაზმა 30-35, სისხლი კი 37-38 ლარი გახდება.
მოკლედ, ქვეყნის ეკონმიკის აღორძინება სწორედ ნატალია კვანტალიანის მსგავს პირნათელ და კეთისინდისიერ ბიზნესმენებზე დგას!