სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს 16 მოქალაქის გათავისუფლებას ადასტურებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
სეპარატისტების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს 16 მოქალაქე ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გამოაძევეს.
"სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოღწეული საქართველოს მოქალაქეები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს", _ იუწყება ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსნებთ, რომ ოსმა სეპარატისტებმა გუშინ ასევე "გააძევეს" "თავიანთი ტერიტორიიდან" მათ მიერ გატაცებული საქართველო 5 მოქალაქე.