აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ე. წ. უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაატარა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, სხდომაზე სეპარატისტულ აფხაზეთში არსებული სიტუაცია განიხილებოდა.
"განიხილებოდა ასევე ოჩამჩირის რაიონში ინკასატორების გაძარცვისა და ახალი ათონის კომერციული ბანკის გაძარცვის ფაქტები. ბაღაფშმა სხდომაზე რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შესაბამისი მითითებები მისცა", _ იუწყება აფხაზური მხარე.