დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის 16 მცხოვრები უკვე ერგნეთთან იმყოფება. მათი გათავისულების პროცესს აქტიურად აკონტროლებდა საქართველოს შს სამინისტრო.
ამჯამად ერგნეთთან მივიდა ორი ავტომობილი ოსური ნომრებით, რომელშიც სავარაუდოდ იმყოფებიან ის ქართველები, რომლებიც გაათავისუფლა მარიონეტულმა რეჟიმმა. იქ ასევე იმყიფებიან ევროპელი მონიტორები და ქართველი სამართალდამცავები. ერგნეთიდან მათ წამოიყვანენ მცხეთის სამხარეო პოლიციაში, აქ მოხდება 16 გათავისუფლებულის დაკითხვა.