ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკივის მომხრეები ახალი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ამის შესახებ "ინტერფაქსი" დროებითი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეზე აზიმბეკ ბეკნაზაროვზე დაყრდნობით იუწყება.
"დროებითი ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არეულობის მესამე ტალღის მოსაწყობად ემზადებიან", - განაცხადა მან და აქვე აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეები საპროტესტო აქციის მოწყობას ამ კვირაში გეგმავენ, რომელთა მიზანიც რეფერენდუმის ჩაშლაა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებასთან დაკავშირებით 27 ივნისს რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.