ტელეკომპანია ,,მაესტროს“ 55 %-იანი წილის მფლობელის გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ წარწერის გარეშე ტელეკომპანიის ეთერში გაშვენა უკანონობა იქნება. როგორც მან ,,რუსთავი 2”- თან საუბარში განაცხადა, როგორც კი ლევან გაჩეჩილაძე შეუდგება მისი უფლებამოსილების შესრულებას, ავტომატურად აღდგება ,,მაესტროს“ სახელით მაუწყებლობა.
“რეგისტრაცია განხორციელდება მას მერე, რაც ნოტარიულად დამოწმდება კრების ოქმი, სავარაუდოდ ეს მოხდება ორშაბათს, შემდეგ მეურვისგან ავიღებთ თანხმობას და სავარაუდოდ სამშაბათს მოხდება სამეწარმეო რეესტრში რეგიტრაცია. რეგიტრაციის განხორციელებისთანავე ლევან გაჩეჩილაძე შეუდგება მისი უფლებამოსილების შესრულებას როგორც ,, მაესტროს”დირექტორი. როგორც კი ლევანი დაინიშნება დირექტორად ავტომატურად აღდგება ,,მაესტროს“ სახელით მაუწყებლობა. იმედი მაქვს, რომ ასეთ უკანონობას არ ჩაიდენენ და არ მოხსნიან მაესტროს დასახელებას მისი ეთერიდან, თუ ეს განხორციელდება ეს იქნება უკანონობა“ - განაცახადა ირაკლი კორძახიამ.
ტელეკომპანიის გადაყენებულმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია ორშაბათიდან ეთერში სახელწოდების გარეშე გავა, რითაც იგი ასრულებს მეწილეთა მითითებას.