სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ, 6 თებერვალს, საქართველოს დედაქალაქში ტემპერატურა 17 გრადუსამდე აიწევს. თუმცა, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ტემპერატურა დაიწევს.
„თბილისში 6 თებერვალს, დღისით 17 გრადუსი იქნება, 7 თებერვალს – 7 გრადუსი, 8 თებერვალს – 5 გრადუსი დაფიქსირდება. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ღამით ძლიერი ყინვები მოსალოდნელი არ არის. 7 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ქარი იქროლებს -10-15 მეტრი წამში და დროგამოშვებით – 20-25 მეტრი წამში. 7 თებერვალს, დღისით, საქართველოში საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია მოსალოდნელი, 8 თებერვალს – 1-6 გრადუსი.
რაც შეეხება საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, 8 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი. 7-8 თებერვალს კი საქართველოში დღის ტემპერატურა დაიკლებს და ნალექი იქნება. დასავლეთ საქართველოში 7 თებერვალს იწვიმებს, ხოლო 8 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს, მთასა და მაღალ მთაშიც იქნება თოვლი.
6 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით – 15-20 გრადუსი”, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.