ქართული მხარე ოსი სეპარატისტებისგან ამ დრომდე პირობის შესრულებას ელის. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ქართული მხარე ამ წუთებში ელოდება, როდის გადმოიყვანენ გათავისუფლებულ ქართველებს სეპარატისტები საზღვარზე. აღნიშნავია, რომ უტიაშვილის განცხადებით, სეპარატისტებმა დაკავებული 16 ქართველიდან რამოდენიმე უკვე გაათავისუფლეს.
"ამ დრომდე ველოდებით, როდის გადმოიყვანენ მათ",_ განაცხადა უტიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში.