მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაცია პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების შევიწროვებას აპროტესტებს.
დღეს, ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, მოძრაობის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლება, არჩევნების მოახლოვების კვალობაზე, "სამართლიანი საქართველოსთვის" აქტივისტების მიზანმიმართულ შევიწროვებას ახორციელებს.
ამის მაგალითად, ისინი მოძრაობის წევრ ზებურ აბაშიძესთან დაკავშირებულ შემთხვევას ასახელებენ. კერძოდ, მათი განცხადებით, ზებურ აბაშიძის ძმა სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ზებურ აბაშიძე ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია.
"ზებურ და ქებულ აბაშიძეები ტყუპები არიან და სახით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ხულოს რაიონში ზურაბ ნოღაიდელის სტუმრობისას, ზებურ აბაშიძე მოძრაობის ლიდერს შეხვდა. შეხვედრის კადრებიAადგილობრივმა პოლიციამ ფარულად გადაიღო. ხელისუფლების წარმომადგენლებს ქებულ აბაშიძე თავის ძმაში აერიათ და სამსახურიდან გაათავისუფლეს", _ განაცხადა გურამ ხოზრევანიძემ. მისივე თქმით საქმეში აქტიურად იყო ჩართული ხულოს რაიონის პოლიციის უფროსი რომან იაკობაძე.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაცია ხელისუფლებისგან მოითხოვს, შეწყვიტოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნა და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალურ ზომებს მიმართავს.