საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ მღვდელმთავრები. სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.
სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე წლის შეჯამება მოხდება. წმინდა სინოდის განჩინება, სავარუდოდ, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
წმინდა სინოდის წევრი სხვადასხვა ეპარქიის წინამძღოლი, 50-მდე მღვდელმთავარია.