ხვალ, 31 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტი დაბა სურამში ‘'ლესიაობას" აწყობს."ლესიაობას" ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან უკრაინის ელჩი სქართველოში მიკოლას სპისი და საგანგებოდ ამ დღისთვის უკრაინიდან ჩამოსული ინტელიგენციისა და დიასპორის წარმომადგენელთა დელეგაცია.
ამ დღესთან დაკავშირებით ხაშურსა და დაბა სურამში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორისაა ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმისა დათვალიერება და საზეიმო მიტინგის გამართვა ლესია უკრაინკას ძეგლთან და სხვა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ქართველი და უკრაინელი ხალხების მეგობრობა სათავეს იღებს 1952 წლიდან, როდესაც დაბა სურამში გაიხსნა უკრაინელი პოეტი ქალის ლესია უკრაინკას ბიბლიოთეკა-სახლმუზეუმი და დაიდგა მისი ძეგლი. მას მოჰყვა ხაშურის დამეგობრება უკრაინის ქალაქებთან ნოვოგრადვოლინსკსა და მირგოროდთან.
`ლესიაობის~ მთავარი მიზანი ამ ორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ტრადიციების, კულტურისა და ისტორიის ურთიერთგაცნობაა," აცხადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გაგებელი როინ მახარობლიძე.