რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის jამბულ ბაკურაძის განცხადებით, ყველა სკოლადამთავრებულს ექნება ეროვნული გამოცდების ჩაბარების საშუალება და მათ jარში გაწვევას არავინ გეგმავს. ამის შესახებ ბაკურაძემ დღეს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"წინასაარჩევნო პერიოდში jარში გაწვევასთან დაკავშირებით ორი საჩივარი შემოვიდა, თითქოს სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტები სკოლის მოსწავლეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ თუ მმართველ პარტიას ხმას არ მისცემენ, ისინი სამხედრო სამსახურში იქნებიან გაწვეულები, რის გამოც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ვერ შეძლებენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი მათ პოლიტიკურ არჩევანსა და jარში გაწვევას შორის არ არსებობს. სექტემბრამდე სამხედრო სამსახურში გაწვევა დამთავრებულია, ამიტომ აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩაბარებას დაუბრკოლებლად შეძლებენ", - განაცხადა ბაკურაძემ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის ადგილობრივ უწყებას უკვე დაუკავშირდნენ, თუმცა ფაქტი jერjერობით არ დასტურდება.
"ინფორმირებულია ყველა სამსახური, განსაკუთრებული მითითება მიეცა იმ ადგილობრივ ერთეულს, რომელზედაც საჩივარი შემოვიდა. თუ დადასტურდება ქმედება, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელების საფუძველს იძლევა, საjარო მოხელე მკაცრად დაისjება", - აცხადებს ტყეშელაშვილის მოადგილე.